ცნობილი გახდა, რომ მაიკ ტაისონისა და როი ჯონს-უმცროსის შეხვედრაზე მილიონამდე ტელე და ინტერნეტ ტრანსლაციის უფლება გაიყიდა.
მხოლოდ ამ გზით ორგანიზატორებმა 50 მილიონ დოლარზე მეტი მიიღეს. დაუმატეთ ამას სარეკლამო შემოსავალი და ციფრი გაცილებით შთამბეჭდავი გახდება.
რაც შეეხება თავად მებრძოლებს, ტაისონი იმთავითვე უპირატეს მდგომარეობაში იყო. ოფიციალური ფრეს მიუხედავად, მისი საბანკო ანგარიში 10 მილიონი დოლარით შეივსო, ჯონსს კი 3 მილიონი ერგო.
ბრძოლის ირგვლივ შექმნილმა აჟიოტაჟმა და მსუყე ციფრებმა ბრძოლის იშტაზე კიდევ ერთი პენსიონერი ჩემპიონი – ევანდერ ჰოლიფილდი მოიყვანა:
„ჩემი და ტაისონის ბრძოლა გაცილებით რეიტინგული იქნება. ასე რომ, მაიკ, არ გინდა ზედმეტი საუბარი, მოაწერე კონტრაქტს ხელი და გამოდი რინგზე!“ – მიმართა ჰოლიფილდმა ძველ მეტოქეს.
ტაისონს ჯერ პასუხი არ გაუცია. ბებრები ბობოქრობენ.