RF Cap | UNIQLOგერმანიის ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა ღიად დასდო ბრალი როჯერ ფედერერს, რომ მან რეიტინგის დათვლის ახალი სისტემა საკუთარ ინტერესებს მოარგო.

მოგეხსენებათ, ფედერერი ჩოგბურთელთა კავშირის გამგეობის წევრია და მართლაც მონაწილეობდა რეფორმის პროცესში. ახალი სისტემით, სპორტსმენს გამოტოვებულ ან წაგებულ ტურნირზე წინა წელს მიღებული ქულები არ აკლდება. მას კვირაში ერთხელ ავტომატურად აკლებენ რეიტინგის 1/52-ს, მოპოვებულს კი სრულად უმატებენ.

რეფორმა ძალაში 2021 წლის მარტამდეა, მერე კი ძველი სისტემა აღდგება. ეს წესი რომ არა, როჯერ ფედერერი, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ ყველა ტურნირი გამოტოვა, 50-ეულს მიღმა იქნებოდაო, ამბობენ გერმანელები.

საინტერესოა, რა პასუხს გასცემს როჯერი, რომელიც დაბრუნებას სწორედ ავსტრალიის ღია პირველობაზე გეგმავს.