ლეგენდარული მოკრივე მაიკ ტაისონი მინიმუმ კიდევ ერთხელ გავა რინგზე. როგორც იცით, გასულ უქმეებზე 54 წლის ტაისონი 51 წლის როი ჯონს-უმცროსს ეჩხუბა. ორგანიზატორებმა ფრე გამოაცხადეს, შედეგად უკმაყოფილო დარჩა ყველა – უპირველესად ტაისონი…

„მოხარული ვარ, რომ ნოკაუტში ვერ ჩამაგდეს. მომდევნო ბრძოლაში უკეთესი ვიქნები. თუ ღმერთის ნება იქნება, შემდეგ ჩხუბში ნამდვილ ტაისონს გაიხსენებთ“, – თქვა „რკინის მაიკმა“.

გეტყვით, რომ ტაისონისა და ჯონსის ბრძოლა განსაკუთრებული რეგლამენტით გაიმართა – მოკრივეებმა რვა 2-წუთიანი რაუნდი იჩხუბეს. როგორც გითხარით, უკმაყოფილონი დარჩნენ: ტაისონი დარწმუნებულია, რომ მოგება ეკუთვნოდა, მაგრამ მოპარეს და სკანდალით დატოვა რინგი. შემდეგ კი განაცხადა, რომ არ ეთანახმება მსაჯების გადაწყვეტილებას.

იგივე აზრზე ჯონსიც, მაგრამ არა ტაისონის სასარგებლოდ. მოკლედ, სპეციალური ქამარი ორივეს შეხვდა…

Mike Tyson vs. Roy Jones: Results, highlights, analysis - Sports Illustrated