ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ გერმანელ მწვრთნელ ტომას ტუხელს წყალი შეუდგა. გუნდი ვერც ევროტურნირებზე აჩვენებს საჭირო თამაშს და ვერც შინაურ პირველობაზე. მართალია პსჟ პირველ ადგილზეა, მაგრამ ხელმძღვანელობა ხარისხით არის უკმაყოფილო.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარიზელები ტუხელთან კონტრაქტს სეზონის ბოლოს ვადამდე გაწყვეტენ, ხოლო მის ნავლად გუნდში მასიმილიანო ალეგრის მიყვანენ. იტალიელ სპეციალისტზე თვალი მილანის „ინტერსაც“ აქვს დადგმული, მაგრამ მთავარ პრეტენდენტად ფრანგული კლუბი რჩება.
თუმცა, ალეგრის გარდა საუბარია მაურისიო პოჩეტინოზეც. მოკლედ, ტუხელს დიდი ძალისხმევა მოუწევს, რომ პსჟ-ში ადგილი არ დაკარგოს.