No description available.No description available.არგენტინისა და ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებების მატჩის დაწყებამდე არგენტინული პუბლიკა და „ლოს პუმასის“ სრული შემადგენლობა „ოლ ბლექსის“ საბრძოლო რიტუალის – ჰაკას საცქერლად გაემზადა, მაგრამ ზელანდიელთა ჯგუფს მათი კაპიტანი სემქეინი გამოეყო, მინდვრის ცენტრალურ წერილთან მივიდა, თან ჩანდა, რომ ხელში ქსოვილის შავი ნაჭერი ეკავა. ყველას ეგონა, რომ კაპიტანი ჰაკას დაწყების ნიშანს მისცემდა, მაგრამ ქეინმა ხსენებული ნაჭერი გაშალა, და აღმოჩნდა, რომ ესაა „ოლ ბლექსის“ შავი ფერის 10-ნომრიანი კვართი წარწერით „მარადონა“…

ამ ლამაზ ჟესტზე რეაქციაც ბუნებრივი იყო – ზელანდიელებს მხურვალე ოვაცია შეხვდათ მგლოვიარე არგენტინელებისგან. შემდეგ იყო ჰაკა, სანახაობრივი და შთამბეჭდავი და კიდევ უფრო მაგარი თამაში, რომელიც ახალი ზელანდიის ნაკრებმა 38:0 მოიგო და ორი კვირის წინ არგენტინელებისგან საკუთარ მოედანზე ნაწვნევი სენსაციური მარცხისთვის (15:25) სრულფასოვანი რევანშიც აიღეს.