ეს იყო „რეალის” საუკეთესო თამაში ახალ სეზონში — „სან სიროზე”, „ინტერთან”, თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში ჯერ ედენ აზარმა გახსნა, ხოლო შემდეგ როდრიგომ მეორე შეაგდო, თუმცა არის ვერსია, რომ ბურთს ბოლო მილანელების მცველი აშრაფ ჰაკიმი შეეხო და ეს მისი ავტოგოლი იყო. თუ ასეა, დრამატიზმისთვის სჯობს კიდეც, რადგან მაროკოელი ადრე „რეალში” თამაშობდა.

„რეალს” გამარჯვებაში ხელი „ინტერის” ჩილელი ნახევარმცველის არტურო ვიდალის ფიცხმა ხასიათმაც შეუწყო. ყოფილმა ბარსელონელმა, რომელიც ჯერ კიდევ „ბაიერნში” თამაშის დროს გამოირჩეოდა მადრიდელთა მიმართ სიმპათიის ნაკლებობითა და უარყოფითი კომენტარებით, 33-ე წუთზე წითელი ბარათის მიღება მოახერხა და თავისიანები დარჩენილი ერთი საათით მოედანზე უმცირესობაში დატოვა.

ვიდალმა 7 წამში ორი ყვითელი ბარათი მიიღო. მიზეზი: პენალტს ითხოვდა და მსაჯს მივარდა. ინგლისელმა არბიტრმა ენტონი ტეილორმა (რომელიც ვარანისა და ვიდალის ორთაბრძოლის გამო პენალტის დანიშვნას არც აპირებდა) ჩილელს ჭარბი ემოციურობა არ აპატია.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში, 4 ტურის შემდეგ, 7 ქულით მეორე ადგილზე „რეალია”. პირველზე 8 ქულით არის „მიონხენგლადბახი”, რომელმაც დონეცკის „შახტარს” 4:0 მოუგო.

ვიდალის წაქცევისა და სიფიცხის ეპიზოდს კი ქვემოთ, ვიდეოში ნახავთ.