„შემოდგომის ერთა თასზე“ანუ უბრალოდ „რვა ერზე“ ორი ტური მიილია და ავტორიტეტიანმა სარაგბო გამოცემა Planet Rugby-მ განვლილი უიქენდის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

თითქოსდა, რა უნდა ყოფილიყო ამაში „სარბიელის“ მკითხველისთვის განსაკუთრებულად საინტერესო? თურმე ამ სიმბოლური გუნდის ერთი მეთხუთმეტედი არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სასიამოვნოცაა: ევროპული რაგბის უკაშკაშეს ვარსკვლავთა შორის 8 ნომრად ბექა გორგაძე ამოურჩევიათ!

აი, როგორ ასაბუთებს თავის არჩევანს Planet Rugby:

„8. ბექა გორგაძე (საქართველო): უელსის ნაკრების 8 ნომერმა აარონ უეინრაიტმა და მისმა ინგლისელმა თანაამპლუელმა ბილი ვუნიპოლამ გასულ ტურში უმაღლესი დონის რაგბი აჩვენეს, მაგრამ საბოლოო არჩევანი მათგან პირველის ყოფილ ოპონენტზე შევაჩერეთ – ბექა გორგაძეზე. მან ბურთის 11-ჯერ წაღებით ჯამში 74 მეტრით წაწია წინ ფრონტის ხაზი, და გარდა ამისა 13 წარმატებული ბოჭვაც შეასრულა“.

ძალიან სასიამოვნოა, რომ ბორჯღალოსანთა პროგრესი არა მხოლოდ ჩვენ შევამჩნიეთ, რადგან შოტლანდიასა და ინგლისთან განადგურების შემდეგ ქართველთაგან ვინმეს გამორჩევა ალბათ შეუძლებელი იყო…

აქვე, „შემოდგომის ერთა თასის“მეორე ტურის სიმბოლური ნაკრებიც:

  1. მაკო ვუნიპოლა ( ინგლისი)
  2. კამილ შა (საფრანგეთი)
  3. კაილ სინკლერი (ინგლისი)
  4. მარო იტოჟე (ინლგისი)
  5. ჯო ლანჩბერი (ინგლისი)
  6. ტომ ქარი (ინგლისი)
  7. სემ ანდერჰილი (ინგლისი)
  8. ბექა გორგაძე (საქართველო)
  9. ბენ იანგსი (ინგლისი)
  10. ქალუმ შიდი (უელსი)
  11. ჯონი მეი (ინგლისი)
  12. ჯონი უილიამსი (უელსი)
  13. ვირიმი ვაკატავა (საფრანგეთი)
  14. ბლერ კინგჰორნი (შოტლანდია)
  15. თომა რამოსი (საფრანგეთი)