14 წლიანი შესვენების შემდეგ „ბათუმმა“ პირველად ითამაშა საკუთარ, თანამედროვე, კოხტა 20 ათასიან ახალ სტადიონზე.
სტადიონი 27 ოქტომბერს გაიხსნა ოფიციალურად, თუმცა ორგანიზატორები შეგვპირდნენ, რომ როცა ჟამიანობა გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგება, ლამაზ გახსნასაც შემოგვთავაზებენ, ისეთს, ბათუმს რომ ეკადრება.
საკუთრივ მატჩიც საინტერესო გახლდათ სატურნირო თვალსაზრისით, რადგან ერთმანეთს მეორე-მესამეადგილოსნები ხვდებოდნენ. მასპინძლებმა 1:0 მოიგეს და ახლა ლიდერ „დინამოს“ ორი ქულით ჩამორჩებიან.
ვიხილეთ ისტორიული გოლიც: 29 წლის გიორგი ნიქაბაძემ გაიტანა, რომელმაც ბრაზილიელი ვაგნერის კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ყველას დაასწრო და თავურით „ბათუმი არენაზე“ პირველი გოლის ავტორი გახდა. ეს პატივი შეიძლებოდა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს, ჯაბა ჯიღაურს რგებოდა, მაგრამ ბათუმელთა შუახაზელმა პირველი ტაიმის ბოლოს პენალტი ვერ გაიტანა.
„თელავმა“ მე-11 ფრე ითამაშა მიმდინარე სეზონში. კახელები ფლეი აუტის ზონასთან ახლოს არიან და თუ ნაკლები დავიდარაბის ხარჯზე სურთ ელიტაში დარჩენა, ყოველ ქულას უნდა გაუფრთხილდნენ. „ლოკომოტივი“ კი ევროთასებზე მოსახვედრად იბრძვის და მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევს. როგორც ვთქვით, ორთავჯანი ყაიმით დასრულდა.

„საბურთალომ“ „ტორპედოს“ ჭაბუკი გიორგი გულიაშვილის გოლით მოუგო.
„ჩიხურა“ კი „მერანთან“ აგებდა, მაგრამ მაინც გაიმარჯვა და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა. ამ წყვილში ხომ საქმე ელიგიდან პირდაპირ გავარდნას ეხებოდა. საჩხერელებმა სამი ქულით გაუსწრეს მეტოქეს და ისევ ბოლო ადგილზე გადაანაცვლეს. საინტერესოა, რომ „ჩიხურას“ ორი გამარჯვება აქვს მიმდინარე სეზონში და ორივე „მერანთან.“
ახლა დარჩენილ მატჩებზეც ვთქვათ. მე-16 ტურის ბოლო მატჩი 5 დეკემბერს გაიმართება. თბილისში „დინამო“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს. ამავე დღეს მე-15 ტურის გადატანილ შეხვედრაში „ტორპედო“ ბათუმის „დინამოს“ დაუხვდება.
26 ნოემბერს მე-14 ტურის არჩატარებული მატჩები გაიმართება: “დინამო“ „ტორპედოს“ მიიღებს, „ბათუმი“ – „ლოკომოტივს.“ 30 ნოემბერს და 10 დეკემბერს კი ბოლო ორი, მე-17 – 18 ტურები ჩატარდება. აქ ყველა მატჩი ერთსა და იმავე დროს, 14 საათზე დაიწყება.
საბურთალო – ტორპედო 1:0
1:0 გულიაშვილი (58)
თელავი – ლოკომოტივი 1:1
0:1 სიხარულიძე (14), 1:1 მოსიაშვილი (48 პენ)
ბათუმი – დილა 1:0
1:0 ნიქაბაძე (68)
გაძევება: ტეიდი (78)
41-ე წუთზე ჯიღაურმა ვერ გაიტანა პენალტი
მერანი – ჩიხურა 1:2
1:0 ბოლქვაძე (4), 1:1 ბუხაიძე (53), 1:2 წიქარიძე (69)
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ბათუმი | 36 | 21 | 12 | 3 | 73:27 | 75 |
დინამო | 36 | 21 | 7 | 8 | 59:28 | 70 |
დილა | 36 | 17 | 10 | 9 | 48:35 | 61 |
საბურთალო | 36 | 15 | 12 | 9 | 52:40 | 57 |
ლოკომოტივი | 36 | 15 | 8 | 13 | 57:59 | 53 |
თელავი | 36 | 12 | 8 | 16 | 35:53 | 44 |
სამგურალი | 36 | 9 | 14 | 13 | 34:46 | 41 |
ტორპედო | 36 | 9 | 13 | 14 | 38:44 | 40 |
შუქურა | 36 | 5 | 12 | 19 | 28:49 | 27 |
სამტრედია | 36 | 5 | 6 | 25 | 33:76 | 21 |
მეგოლეები: მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 8, ჯამბულ ჯიღაური (ბათუმი) – 7, ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 6