ნერვიულობა აღარაფერ შუაშია. ემოციებისთვისაც აღარ დარჩა ადგილი.

საქართველოს ნაკრები, რომელსაც ნამუსი მაინც უნდა მოეწმინდა ქომაგების წინაშე, ესტონეთს ვერ მოერია. რაც არის, არის.

დავეთანხმები ფეხბურთის ფედერაციის გენმდივანს, ბატონ დავით მუჯირს და მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ქომაგები ვიღებთ.

გაირკვა, თუ სად გაიმართება სომხეთი-საქართველომერე რა, რომ უეფამ სტადიონზე 20 ათასი ქომაგის შეშვების უფლება მოგვცა, პარლამენტში ლამის ორი ფრაქციის სამყოფმა საფეხბურთო დიასპორამ მთავრობა ვერ დაარწმუნა, ამ უფლებით გვესარგებლა.

ბოდიშს ვუხდით ქართველი ქომაგების სახელით ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას სამი ცდიდან ერთხელაც ვერ მოვერიეთ, სომხების დასაცინი გავხდით და ესტონეთთან მატჩის შემდეგ საერთოდ საფეხბურთო დეპოში შევედით.

უმსგავსო და უღირსი ქომაგები რომ არა, უკვე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ბილეთების დაჯავშნის პროცესში ვიქნებოდით.

კიდევ ერთიც: თანხა, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის გამოიყოფა, აშკარად მიზერია. წლიური 40 მილიონი ისეთ გრანდებთან საბრძოლველად, როგორებიც ყაზახეთი, ჩრდ.მაკედონია, ლატვია, სომხეთი და ესტონეთი არიან, აშკარად არ კმარა.

საკმარისია დაფინანსების თუნდაც ორჯერ გაზრდა და ესტონეთთან უკვე ფავორიტებად ვიქცევით…