ფეხბურთის ქომაგს ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან ხელი მოხვდა. იმ ქომაგს, წუხელ სასტუმროდან სტადიონამდე რომ მიაცილა საყვარელი გუნდი და მერე კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ერთზე კი არაა საუბარი – ბევრ ქომაგზეა. ხელი კი ვისგან მოხვდათ, იცით? იმ ფედერაციის ჩინოსნებისგან, ვინც რამდენიმეწლიანი მუშაობის მანძილზე ყაზახეთთან მოგებისა და სომხეთთან ფრეს გარდა, შედეგად ვერაფერი დადო.
ბოდიშის მაგიერი იყო?
No description available.
იმ ჯარიმების გაუქმებაზე შუამდგომლობის ან თქვენი ბიუჯეტიდან გადახდის მაგიერი იყო? მადლობის მაგიერი იყო?
იქნებ ვინმემ გაიხსენოს, სად და როდის გალახულა ქომაგი ფედერაციის ფიასკოგანცდილი ჩინოვნიკის ხელით. ბიჭებო, ძალიან ხომ არ გეზედმეტათ მთელი საძმაკაცოთი ტყავის სავარძლებში გადაჯდომა და ნულოვან შედეგში ევროხელფასი?
იქნებ დარჩენილი შესარჩევი მატჩები წავაგოთ, რომ ისევ D დივიზიონში – ფსკერზე დავეშვათ და ფარერებთან მოგებით ვცადოთ თავის მოწონება. ვცადოთ, თორემ გარანტია არც მანდ არის. ბიჭებო, ძალიან ხომ არ იჩქარეთ ქართული ფეხბურთის მამობა?
წესით, დღეს კოლექტიური განცხადება უნდა მოგვესმინა სფფ-ის ხელმძღვანელობის გადადგომის და ვადამდელი არჩევნების შესახებ.
No description available.ჩვენთან საკუთარი ნებით წასვლა არ იციან.
არა უშავს. ცოტას მოვიცდით.
დიახ, ეს ფედერაცია უნდა დაიშალოს!
ფედერაციასთან ჩხუბის ინიციატორმა ლევან ცქიტიშვილმა თქვა, მოსახვედრს მოხვდაო… არადა, ქომაგისგან თუ ვინმეს უნდა მოხვდეს, დაგვეთანხმებით, პირველ ყოვლისა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას…
ქომაგებისთვის დაკისრებული 2000-ლარიანი ჯარიმა კი, სადაც სამართალია, სწორედ ფედერაციამ უნდა გადაიხადოს, სახელმწიფო ბიუუჯეტიდან ძალიან ბევრ მილიონს რომ იღებს და საპასუხოდ რასაც ვიღებთ, წუხელ გამოჩნდა და დღეს გაგრძელდა…