პორტუგალიამ ანდორას ამხანაგურ შეხვედრაში 7:0 მოუგო და ეს ამბავი აღსანიშნავი არ იქნებოდა, რომ არა 85-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს თავური გოლი. 35 წლის მეგავარსკვლავი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და სანაკრებო კარიერაში 102-ე გოლი გაიტანა, თუმცა ამჯერად სტატისტიკაზე არ ვამახვილებთ ყურადღებას. მსოფლიო მას-მედიამ ყურადღება მის ნახტომს და ჰაერში „დაკიდებას” მიაქცია, რაც შენელებულ კადრში კიდევ უფრო ეფექტურად გამოჩნდა. ამდენ ხანს და ასეთ მანძილზე ალბათ მხოლოდ განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით დაჯილდოებულ ადამიანს შეუძლია „იფრინოსო”, წერენ სხვადასხვა გამოცემები.

ზოგი საიტი გვახსენებს, რომ ჩიჩესტერის (ვესტ ისექსი, ინგლისი) უნივერსიტეტმა საგანგებოდ შეისწავლა პორტუგალიელის მონაცემები და დაასკვნა, რომ ის NBA-ს საშუალო მოთამაშეზე მაღლა ხტება.