საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა ლევან მაისაშვილმა არჩევანი გააკეთა. მან დაასახელა იმ 23 ბორჯღალოსნის გვარი, ვინც 14 ნოემბერს, თბილისის დროით 19 საათზე ინგლისელებს დაუპირისპირდება.

ეს იქნება ქართველთა სასტარტო მატჩი „შემოდგომის ერთა თასზე“, რომელშიც ბორჯღალოსნებისა და ინგლისელი „ვარდების“ გარდა ირლანდიის, უელსის, საფრანგეთის, შოტლანდიის, იტალიისა და ფიჯის ეროვნული გუნდებიც მონაწილეობენ.

რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, მაისაშვილმა წინა, შოტლანდიელებთან 7:48 წაგებულ მატჩთან შედარებით რამდენიმე ახალი მორაგბე შეიყვანა შემადგენლობაში.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები „შემოდგომის ერთა თასს“ სახელოვან „თვიქნემზე“ დაიწყებენ – პლანეტის ალბათ ყველაზე გამორჩეულ სარაგბო არენაზე.

აქვე მაისაშვილის რჩეულთა სიაც:

  1. მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“, საფრანგეთი), 2. შალვა მამუკაშვილი („ლესტერ თაიგერსი“, ინგლისი), 3. ბექა გიგაშვილი („ტულონი“, საფრანგეთი), 4. ლაშა ჯაიანი („არმაზი“), 5. გრიგორ ქერდიყოშვილი („ლელო-სარასენი“), 6. გიორგი თხილაიშვილი („ბათუმი“), 7. ბექა საღინაძე („ორიაკი“, საფრანგეთი), 8. ბექა გორგაძე („ბორდო“, საფრანგეთი), 9. გელა აფრასიძე („მონპელიე“, საფრანგეთი), 10. თედო აბჟანდაძე („ბრივი“, საფრანგეთი), 11. სანდრო სვანიძე („არმაზი“), 12. მერაბ შარიქაძე (კაპ., უკლუბო), 13. გიორგი კვესელაძე („არმაზი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („ლელო-სარასენსი“), 15. ლაშა ხმალაძე („ბათუმი“).

მარქაფა:

  1. ჯაბა ბრეგვაძე (უკლუბო), 17. გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ – 92“, საფრანგეთი), 18. ლექსო ყაულაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), 19. ოთარ გიორგაძე („ბრივი“, საფრანგეთი), 20. თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“, საფრანგეთი), 21. ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“, საფრანგეთი), 22. დემე თაფლაძე („ლელო-სარასენსი“), 23. სანდრო თოდუა („ბათუმი“).