სხვა ქვეყანაში დაბადებული ქართული ფესვების ფეხბურთელები გვინახავს საქართველოს ნაკრებში.

Barcelona footballer Miralem Pjanic tests positive for coronavirus | Business Standard News

ამასთან დაკავშირებით ერთ მაგალითს მოვიყვანოთ, რომელიც მირალემ პიანიჩმა დღეს გააჟღერა.

როგორც ირკვევა, ბოსნია-ჰერცოგოვინის ეროვნული გუნდის ფეხბურთელს საფრანგეთის ნაკრებში ეპატიჟებოდნენ.

„დიახ, როდესაც „ლიონში“ გადავედი, შემეძლო საფრანგეთის ნაკრებში თამაში, მაგრამ ნათქვამი მქონდა, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინის მაისურა მინდოდა მომერგო. საფრანგეთის ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა დამირეკა კიდეც, თუმც გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა. მადლობა გადავუხადე. ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა ბოსნიელთა თამაშის ყურება, თუ სხვა ქვეყნის მაისურით ვიქნებოდი,“ – განაცხადა 30 წლის ფეხბურთელმა.

სხვაგვარად პიანიჩი ახლა მსოფლიოს ჩემპიონის სახელით უნდა საუბრობდეს, მაგრამ მოკრძალებული ქვეყნისა და ამბიციებიეს მქონე გუნდის სახელით გველაპარაკება.