საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა პანდემიის გამო რეგულაციების დაცვით ღია ცის ქვეშ ჩატარდა და 55 დელეგატიდან 45 დაესწრო. გიორგი ათაბეგაშვილმა პრეზიდენტობის პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრა და უფლებამოსილება მოიხსნა, მაგრამ ყრილობის დელეგატებმა ათაბეგაშვილს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მხარი ერთხმად დაუჭირეს. ის ერთადერთი კანდიდატი აღმოჩნდა.
ახალარჩეულმა პრეზიდენტმა პირველ ვიცე-პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, ვიცე-პრეზიდენტებად კი, ზაზა გულბიანი, ზაქრო კევლიშვილი, თამაზ ნავერიანი და ცეზარ ჩოჩელი წარადგინა. დელეგატებმა შემადგენლობა ერთხმად დაამტკიცეს. ძიუდოს ფედერაციის გენერალურ მდივანი ლევან ნოზაძე იქნება.
შეგახსენებთ, რომ ათაბეგაშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად 2 წელია მუშაობს – პირველად, 2018 წელს გამართულ რიგგარეშე ყრილობაზე აირჩიეს.