Leonardo Jardim e uma "grande história que termina": «Desejo o melhor ao  Monaco» - França - Jornal Recordლეონარდო ჟარდიმი ის კაცია, „მონაკოს“ წლების განმავლობაში რომ თავკაცობდა და ისეთი ფეხბურთელები გამოზარდა კილიან მბაპე, ბერნარდო სილვა, ფაბინიო, ტომა ლემარი და სხვები რომ არიან. ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა და ქომაგთა დიდი სიმპათიაც დაიმსახურა.

„კარგ გუნდში რომ მოხვდე, კარგი კონტაქტებია საჭირო. სწორედ ამიტომაა, რომ ჩემპიონთა ლიგის მომგები მწვრთნელების ჩამოსათვლელად თითები გეყოფა. აი, პსჟ-სა და „ბაიერნის“ მწვრთნელები ავიღოთ. მათი რეზიუმე ჩემსას რითი სჯობს?! ფლიკი სულაც ასისტენტი იყო…“

აი, ასე აიმაღლა ხმა პორტუგალიელმა სპეციალისტმა და თქვა, რომ მას ჰანსი ფილკი არაფრით აღემატება და ამას რეზიუმე ადასტურებს…

არადა, ფაქტი სხვაზე კი მეტყველებს.