პარიზის „მასტერსის“ მეორე წრეში რაფაელ ნადალმა სამ სეტში თანამემამულე ფელიციანო ლოპესს 4:6, 7:6, 6:4 მოუგო.
ეს მის კარიერაში მე-1000 გამარჯვება იყო. დიდი მუზარადის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული ესპანელი ისტორიაში მეოთხეა, ვინც ეს ბარიერი გადალახა.
მასზე წინ მხოლოდ ივან ლენდლი (1068), როჯერ ფედერერი (1242) და ჯიმი კონორსი (1274) არიან.