New York Post-ის ანალიტიკოსმა ადამ ლუისმა სტატისტიკის მიხედვით საინტერესო ფაქტი დადო – აქილევსის მყესის გაწყვეტის შემდგომ პერიოდში კალათბურთელები გაცილებით სუსტად თამაშობენ. ამით მინიშნება გაუკეთა „ბრუკლინ ნეთსის“ ფორვარდ კევინ დურანტს, რომელმაც ეს ტრავმა ბოლო პერიოდში გადაიტანა.
„გამოკვლევებმა აჩვენა, რომ 1970 წლიდან 2019 წლამდე აქილევსის მყესის გაწყვეტის შემდეგ მოედანზე დაბრუნებული კალათბურთელების საშუალო მაჩვენებელი 2.9 ქულით იკლებს. ამჯერად დურანტი საშუალო შედეგიანობით (25,2 ქულა მატჩში) ისტორიაში მერვე ადგილზეა. ტრავმის შემდეგ ეს მაჩვენებელი 22,3 გახდება და კაირი ირვინგის დონეზე „დაეცემა“. ეს ნიშნავს, რომ დურანტი ლეგენდების მაჩვენებლიდან „რიგითი“ „ოლ სტარის“ კალათბურთელი გახდება“, – განაცხადა ლუისმა.
32 წლის დურანტი დრაფტზე 2007 წელს „სიეტლ სუპერსონიქსმა“ აიყვანა და პირველივე სეზონში საუკეთესო ახალბედის პრიზი მოიგო. 2013-14 წლების სეზონში დურანტი პირველად გახდა სეზონის MVP და საშუალოდ მატჩში 32 ქულას, 7,4 მოხსნასა და 5,5 პასს აგროვებდა. გარდა ამისა, აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში მოპოვებული აქვს მსოფლიო და ოლიმპიური ოქრო.