ჟოზეპ მარია ბარტომეუ „ბარსელონას” პრეზიდენტი აღარ არის. სამშაბათს გაიმართა კლუბის დირექტორატის კრება, სადაც ბარტომეუმ და სხვა დირექტორებმა გადაწყვიტეს თავისი ნებით გადამდგარიყვნენ, სანამ უნდობლობის ვოტუმის წინაშე დააყენებდნენ.
ბარტომეუ და დირექტორატი ბოლო წუთამდე ცდილობდნენ კატალონიის მთავრობაზე ზემოქმედება მოეხდინათ და მოსალოდნელი რეფერენდუმი გადაეთქმევინებინათ.
როგორც ჩანს, საბოლოოდ, ბარტომეუმ და დირექტორატმა დაინახეს, რომ საქმე წაგებული იყო და თავად დაასწრეს მოვლენებს.