No description available.გიორგი ცინცაძის გადაცემა, რომელიც მანუჩარ მარკოიშვილს ლიეტუვას ნაკრებთან მატჩისას გაუკეთა, ბოლო 10-წლეულის საუკეთესო პასად დასახელდა.

გამოკითხვა ფიბას ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა და სულ ბოლო ეტაპზე ცინცაძემ არგენტინელ ფაკუნდო კამპაცოს აჯობა. მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ შეჯიბრება სპორტული პრინციპით დაგეგმა და მეოთხედფინალიდან დაიწყო, სადაც ცინცაძის პასი სერბი დუშან ბულუტის ანალოგიურ ქმედებას დაუპირსპირდა. გამარჯვებული გულშემატკივრების ხმების მიხედვით უნდა გამოვლენილიყო. გიორგიმ ხმების 58 % მიიღო და ნახევარფინალში გავიდა.

იქ უკვე ჩვენებურის მეტოქე ესპანელი მარკ გასოლი იყო. ცინცაძემ გასოლი დამაჯერებლად დაამარცხა – გულშემატკივართა 67 %-მა ხმა ქართველის პასს მისცა.

ფინალი კამპაცოს უპირატესობით დაიწყო და 2 დღე არგენტინელი ლიდერობდა, მაგრამ გულშემატკივართა აქტიურობის შედეგად ცინცაძის პასმა არგენტინელისას გადაასწრო და სწორედ ქართველი უკანახაზელის უბადლო პასი გახდა ბოლო 10-წლეულში საუკეთესო.

პარალელურად მიმდინარე ქალთა გამოკითხვაში არგენტინელმა ანდრეა ბოკუტმა იმარჯვა.