Natiya Pantsulaya | En blogg om internationell damfotbollკარგი ფეხბურთელი იყო ცხონებული მამუკა ფანცულაია, საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრებშიც ბევრჯერ უთამაშია… მერე სსრკ დაიშალა და… საქართველოს ჩემპიონატისთვის კარგი ფეხბურთელია მისი შვილი, გიორგი ფანცულაია, რომელიც ქუთაისის „ტორპედოში“ აგორებს ბურთს. ეს სახელ-გვარები ალბათ ბევრმაც იცით… მაგრამ ცოტას თუ  ეცოდინება ნათია ტიტიკოს ასული ფანცულაია…

გვარია ქართული, თორემ ისე უკრაინისთვის ირჯება და საკმაოდ კარგადაც. დღეს საბერძნეთი-უკრაინის (0:4) ნაკრებების მატჩისას ანგარიშიც გახსნა.

უკრაინის ნაკრებს კი, ჯგუფიდან გასვლაზე აქვს პრეტენზია. თუ ბოლო ტურში გერმანია ირლანდიასთან არ წააგებს, ფანცულაია ფლეი ოფში ითამაშებს.

ნათია 29 წლის დეკემბერში გახდება, თამაში პროფესიულ დონეზე 17 წლისამ დაიწყო და უკრაინულ „როდინასთან“ გააფორმა კონტრაქტი. გაგიკვირდებათ და, პარალელურად „კოველჩანკაში“ ფუტსალსაც თამაშობდა. შემდეგ იყო კიდევ რამდენიმე უკრაინული გუნდი, ერთიც თურქული და უცებ მადრიდის „ატლეტიკოში“ აღმოჩნდა. მართალია, ესპანეთის დედაქალაქში ერთი მატჩიც არ უთამაშია, მაგრამ…

ახლა ისევ თურქეთშია, ALG Spor-ში თამაშობს. 4 მატჩი, 4 გოლი…

 

Pauw delighted for Girls in Green after nervy Ireland win over Ukraine