ერთი ლამაზი სპორტული ისტორიაც დასრულდა…
დაღესტნელმა ჰაბიბ ნურმაგომედოვმა UFC-ში ზედიზედ 29-ე ბრძოლა მოიგო და კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ამას კი ნამდვილად არავინ ელოდა, ისევე როგორც ჩემპიონის რეაქციას: ჰაბიბი გამარჯვების შემდეგ მუხლებზე დაეცა, თავი ხელებში ჩარგო და მერე ქომაგებმა პირველად იხილეს დაუმარცხებელი ჩემპიონის ცრემლები.
საქმე იმაშია, რომ ეს პირველი ბრძოლა იყო მამის და იმავდროულად მწვრთნელის გარეშე, რომელიც ივლისში კორონავირუსმა იმსხვერპლა.
დედა დიდხანს ეხვეწებოდა ჰაბიბს, საერთოდ აღარ ეჩხუბა მამის თანხლების გარეშე და მხოლოდ მაშინ დათანხმდა, როცა პირობა მიიღო, ეს ბოლო ბრძოლააო.
დაღესტნელმა ჯასტინ გეიჯი მეორე რაუნდში მაღრჩობელა ილეთით „მიაძინა“, 10 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და წავიდა…



