ძნელად სავარაუდოა, ფეხბურთის ნეიტრალურ გურმანთა შორის ბევრს გასჩენოდა ლიეჟის „სტარდარდისა“ და გლაზგოს „რეინჯერსის“ მატჩის ყურების სურვილი.
არადა, სწორედ ამ შეხვედრაში გავიდა ევროპალიგის ისტორიაში ყველაზე შორიდან გატანილი გოლი…
ინგლისელმა კემარ რუფმა მეორე დამატებულ წუთზე საკუთარი საჯარიმოდან 10 მეტრში მოიხელთა ბურთი, მეტოქე მხრით მოიშორა, მერე კიდევ ორს გასცდა და 50 მეტრიდან დაარტყა… ბელგიელთა მეკარე არნო ბოდარი ასეთს არაფერს ელოდა… „რეინჯერსმა“ სტუმრად 2:0 მოიგო. აღფრთოვანებას ვერ მალავდა შოტლანდიური კლუბის დამრიგებელი სტივენ ჯერარდი: „პროფესიულ ფეხბურთში 1998 წლიდან ვარ. ასეთი სილამაზის გოლი არც აქამდე მინახავს და სავარაუდოდ, ვერც ამის შემდეგ ვნახავ“.