JudoInside - News - Budapest Grand Slam under pressure but still scheduledხვალ, ბუდაპეშტში, უნგრეთის „დიდი მუზარადი“ იწყება, რომელიც, პარალელურად სალიცენზიო ტურნირია და იქ ტოკიოს ოლიმპიადის სარეიტინგო ქულებიც გაიცემა. ეს არის პირველი შჯიბრი, რომელსაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია პანდემიით გამოწვეული 8-თვიანი შესვენების შემდეგ გამართავს.

ტურნირზე 69 ქვეყნის ძიუდოისტები იჭიდავებენ. მათ შორის იქნებიან ჩვენებიც, თუმცა ჩვენი გუნდი ბუდაპეშტში დიდი დანაკლისით ჩავიდა.

უნგრეთში ჭიდაობაზე უარი თქვეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (60კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (100), ხოლო ლაშა ბექაურს (90) კორონავირუსი დაუდასტურდა.

შედეგად, ბუდაპეშტში 6 მონაწილე დაგვრჩა: ბაგრატ ნინიაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (90), გელა ზაალიშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100).