ყველა ტურნირები რომ მოვითვალოთ, მილანურ დერბიში „მილანს“ 2017 წლის შემდეგ „ინტერისთვის“ ერთხელაც არ მოეგო.
და აჰა, წუხელ ნავსი გატყდა და ვინ უნდა ყოფილიყო გამარჯვების შემოქმედი, თუ არა ბებერი იბრა?
შვედმა ვეტერანმა „ინტერამდე“ კორონავირუსი დაჯაბნა, მერე კი დუბლის შესასრულებლად 4-წუთიანი ინტერვალი იკმარა. ეს ყველაფერი მე-16 წუთამდე მოხდა. შვედმა ჯერ მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტის მოგერიება არ შეარგო ჰანდანოვიჩს და წამში დაუმატა, მერე კი შორეულ ძელთან დაკიდებულ ბურთს ჩაუსაფრდა.
„ინტერმა“ ერთი კი გაქვითა, მაგრამ მეტზე ილაჯი აღარ ეყო.
ახლა მხოლოდ ფაქტები: ჰანდანოვიჩმა სერია A-ში 25-ე პენალტი მოიგერია და რეკორდსმენია. „მილანმა“ „ინტერს“ ჩემპიონატში ბოლოს 2016 წელს მოუგო – მაშინდელმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა და კომპანიამ 3:0 გაილაღა.
„მილანს“ ჩემპიონატის სტარტზე მიჯრით 4 მოგება დაუგროვდა და ლიდერია.
ყველა ტურნირის ჯამში „როსონერის“ აგერ უკვე 20 მატჩია, არ წაუგია. ზლატანი დაბერებას არ აპირებს..