„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა, ლებრონ ჯეიმსმა „მაიამი ჰიტისთან“ NBA-ს ფინალური სერიის ბოლო მატჩში სამმაგი დუბლი მიითვალა – 28 ქულა, 14 მოხსნა 10 პასი. მთელი სერიის მანძილზე მისი მაჩვენებელიც სამმაგს უახლოვდება – 29,8 ქულა, 11,8 მოხსნა და 8,5 პასი. არანაკლებ საინტერესო მისი სროლების პროცენტული მაჩვენებელია – 59,1% თამაშიდან და 41,7% პერიმეტრიდან.
ლებრონი ერთადერთი კალათბურთელია NBA-ს ისტორიის მანძილზე, რომელმაც საჩემპიონო ტიტული სამ კლუბში (მაიამი, კლივლენდი, ლეიკერსი) მოიგო და ფლეი ოფში საშუალოდ 25+ ქულას აგროვებდა.
ჯეიმსს NBA-ს ფინალებში უკვე 11 სამმაგი დუბლი აქვს გაკეთებული. ზუსტად იმდენი, რამდენიც მის უახლოეს ორ კალათბურთელს – მეჯიქ ჯონსონი (8), დეიმონდ გრინი (3).
ლებრონს NBA-ს ფლეი ოფში 260 მატჩი მოუგროვდა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა, აჯობა რა დერეკ ფიშერს (259).
ლებრონ ჯეიმსი ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელია, რომელმაც NBA-ს ფინალში სამმაგი დუბლი გაიფორმა. ლებრონმა (35 წელი და 286 დღე) გაუსწრო ელჯინ ბეილორს (35 წელი და 225 დღე).
ლებრონი ერთადერთი კალათბურთელია NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ფინალის ერთ სერიაში 150 ქულა, 50 მოხსნა და 50 პასი გააკეთა.