რა გითხრათ? რით გაგახაროთ? თითქოს ნომინალურად სტუმრები ვიყავით და სტუმრად მოპოვებულ ქულას ოქროს ფასი აქვს.
განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ჩრდილოეთ მაკედონიამ ესტონეთი ვერ გადაძალა.
ქულებში პარიტეტი შენარჩუნდა და ახლა საქართველოს უამოცანესი დარჩა – მაკედონიაში მოგება. ფრე მათ უტოვებს უპირატესობას…
ეს სულ მათემატიკაა, მაგრამ ემოცია? ვერ დავმალავ და მერჩივნა დღეს მოგების სანაცვლოდ ესტონეთთან შინ წაგვეგო.
მტრულად არადა, სპორტულ-პრინციპულ-ტრადიციულად მერჩივნა. რაც იყო, იყო. ეგებ ბელარუსთან მატჩის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად ცხრა ფეხბურთელის ჩანაცვლებამ ვაისს მაკედონიაში გაუმართლოს და მერე ვინღაა მისი გამსამართლებელი, მაგრამ წარუმატებლობისას სერიოზული ვაისისთვის და ვუისისთვის უნდა იყოს მზად – მოსაგები თამაში საქართველომ მხოლოდ ქულით დაამთავა.
კიდევ ერთიც: ჯაბა კანკავა გლადიატორია და სტრატეგიას არას დაგიდევს.
მისმა ყვითელმა ბარათმა კი მომდევნო შეხვედრაში გუნდი საკვანძო ფიგურის გარეშე დატოვა. ნალექად ეს წყენა დაგვრჩა.
თან რა ხელის გაწვდენაზე იყო ძალიან გემრიელი მოგება და ფორა, რომელიც მაკედონიასთან გვექნებოდა.
გადავხედე და ჩვენი ჯგუფის კალენდარში ისეთი მატჩია, ჰენრიხ მხითარიანს ჰეთ-თრიქს რომ ვუსურვებ – მაკედონიასთან.
მატჩის დეტალებზე საუბარი უადგილოა და სამწვრთნელო სტრატეგიაზე ან ტაქტიკაზე – ნაადრევი. ბატონ ვაისთან კითხვა-პასუხს თბილისშიც მოვასწრებთ და სომხებსაც ასე დავემშვიდობოთ, თბილისამდე…