For Armenia. Montenegro Goalkeeper Dedicates Victory over Azerbaijan to  Armenia • MassisPostევროპული და განსაკუთრებით სომხური მედიის ყურადღების ცენტრში მოსაქცევად სოცქსელში გამოქვეყნებული ერთი პატარა ფრაზაც საკმარისი აღმოჩნდა – „ამ გამარჯვებას სომხეთს ვუძღვნი!“.
ფრაზის ავტორი მონტენეგროს ნაკრების მეკარე ანდრეა დრაგოევიჩი გახლავთ.
რომელ გამარჯვებაზეა საუბარი?
ჩერნოგორიამ აზერბაიჯანს ერთა ლიგის მატჩი 2:0 მოუგო და ფრაზაც მაშინვე გაჩნდა.
დრაგოევიჩი მესამე წელია, სომხეთში თამაშობს და ამჟამად „ალაშკერტის“ ღისებას იცავს. ბუნებრივია, სომხურმა მედიამ მონტენეგროელი დაუყოვნებლივ გმირის რანგში აიყვანა. ჯერ არც ერთი მხარის, მათ შორის მონტენეგროს ფეხბურთის ფედერაციის ან სხვა ჩინოვნიკთა მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.