Ilias Zouros: "Today We Were not Lucky"საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ორ მატჩს ფინეთში გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი ჯერ მასპინძლებს ეთამაშება, ხოლო შემდეგ – შვეიცარიას. წესით, ბოლო მატჩი შვეიცარიაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ფიბა-ევროპამ გადაწყვიტა, რომ მატჩები ე.წ. „ბაბლის“ სისტემით ჩაეტარებინა.

ფიბა-ევროპის მიერ დადგენილი ფანჯარა 23-30 ნოემბრით განისაზღვრება, თამაშების ჩატარების ზუსტი თარიღები კი მოგვიანებით დადგინდება.

E ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია ასპარეზობენ. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებულად დაიწყო – შინ შვეიცარიასთან გამარჯვების შემდეგ, სტუმრად სერბეთსაც სძლია და ჯგუფის სათავეში იმყოფება. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ილიას ზუროსის გუნდს ევრობასკეტზე მოხვედრა გარანტირებული აქვს, რადგან ერთ-ერთ ჯგუფს მასპინძლობს.