ახლოვდება სანაკრებო თამაშები და ლეო მესიმ თავისი კერძო თვითმფრინავის კარი ესპანეთში მოთამაშე არგენტინელ თანაგუნდელებსაც გაუღო. მესის თვითმფრინავით ბუენოს აირესამდე იმგზავრებს აგრეთვე მისი ახლო მეგობარი, „ბარსელონას” მიერ „ატლეტიკოში” გაშვებული ურუგვაელი ლუის სუარესი.

არგენტინა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრებს 9 ოქტომბერს შინ ეკვადორთან და 14 ოქტომბერს სტუმრად ბოლივიასთან მართავს. ურუგვაი 9-ში ჩილეს მასპინძლობს, ხოლო 14-ში ეკვადორს მიემართება.

ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელებს მშობლიური კონტინენტისკენ მგზავრობა covid 19-ის პანდემიამ გაურთულა. მათ მთელი რიგი რეგულაციებისა და პროცედურების დაცვა უწევთ, ამიტომ მესის თვითმფრინავი საქმის მნიშვნელოვანი გაიოლებაა.

არგენტინელების სია, რომლებიც ბუენოს აირესში „ბარსას” და ალბისელესტეს კაპიტანს მიჰყვებიან, ასეთია: ლუკას ოკამპოსი და მარკოს აკუნია (სევილია), გუიდო როდრიგესი (ბეტისი) და ნეჰუენ პერესი (ატლეტიკო).