ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად მოხდა, რომ „როლან რაგოსის” მერვედფინალში ის ჩოგბურთელები გავიდნენ, რომლებიც რეიტინგში ასეულს მიღმა არიან. წლევანდელ ტურნირზე ეს ერთბაშად ორმა ჩოგბურთელმა მოახერხა – 117-ე ჩოგანმა, ჩეხმა ბარბორა კრეიჩიკოვამ და 131-ე ჩოგანმა, არგენტინელმა ნადია პოდოროსკამ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მერვედფინალში ისინი ერთმანეთს ხვდებიან, ასე რომ, ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად გავა მეოთხეფინალში.

მსგავსი რამ მოხდა 2000 წელს, მაშინ მერვეფინალში ერთმანეთს შეხვდნენ როსანა დე ლოს რიოსი და მარტა მარერო, რომელიც გავიდა მეოთხედფინალში.