ყველა ქვეყანაში ყველაზე სენსაციური შედეგები თასზე ფიქსირდება. ასეა ჩვენთანაც და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში ნახევარი რანგით მეორე ლიგიდან არის.
ფეხბურთის ფედერაციაში სწორედ ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და ისე მოხდა, რომ ქვედალიგელები ერთმანეთს ასცდნენ:
სამგურალი-ჩიხურა
გაგრა-საბურთალო
ფავორიტები, ცხადია, „ჩიხურა“ და „საბურთალოა“, მაგრამ ერთმატჩიანი დუელში ყველაფერი შესაძლებელია და ნუ გამოვრიცხავთ, რომ სულაც ეროვნული ლიგა 2-ის ფინალი ვიხილოთ.