„ჩელსი” პრობლემის წინაშეა: კეპა არისაბალაგას იჯარის წესითაც კი ვერავის აძლევს. მეკარე, რომელმაც ბოლო პერიოდში ბევრი უხეში შეცდომა დაუშვა არავის უნდა. ამიტომაც მოუწევს შეგუება იმასთან, რომ სათადარიგოთა სკამზე ეჯდება მოთამაშე რომელსაც 5 მილიონი გირვანქა უნდა გადაუხადოს.

ესპანელი, კერძოდ ბასკი გოლკიპერის შესაცვლელად დასავლეთ ლონდონის კლუბმა ფრანგული „რენიდან” ედუარ მენდი იყიდა, მაგრამ კარის დაცვა ერთია და ბიზნესი მეორე — „ლურჯებს” არ უნდათ, რომ იზარალონ. „ჩელსის” დირექტორი და მთავარი კვაჭი მარინა გრანოვსკაია არ აპირებს ხელფასი აძლიოს ფეხბურთელს, რომელშიც ორი წლის წინ 71 მილიონი გირვანქა გადაიხადა (რაც მეკარეებისთვის არნახული ფასი იყო) და არ გამოადგა.

„ჩელსიმ” 25 წლის გოლკიპერს 60 მილიონი გირვანქა დაადო, მაგრამ არავინ შეხმიანებია. შემდეგ, გრანოვსკაიამ გადაწყვიტა ბასკი იჯარის წესით მოეშორებინა თავიდან. ჯერჯერობით ვერც ეს ხერხი ამართლებს. covid 19-ის პანდემიამ ევროპულ საკლუბო ფეხბურთს ისეთი დარტყმა მიაყენა, რომ არავის სურს აიყვანოს ფეხბურთელი, რომელსაც კვირაში 150 000 გირვანქა უნდა აძლიოს.

ერთადერთი, რამაც „ლურჯებს” სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე შეიძლება უშველოს, ისეთი კლუბის მოძებნაა, რომელიც კეპას დაიმატებს და მისი ხელფასის ნახევრის გადახდას დათანხმდება.