მას მერე, რაც „ბარსელონაში” დარჩენა გადაწყვიტა, ლეო მესის ინტერვიუ აღარ მიუცია და აი, ის კატალონიურ „სპორტს” ელაპარაკა. სრული ინტერვიუ დღეს დაიბეჭდება და ესპანეთში, ჯიხურებში გაიყიდება, აქ კი ამონარიდებს გთავაზობთ.

ერთად

„ამდენი აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ მინდა ყველაფერს წერტილი დავუსვა. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ვირწმუნოთ, რომ საუკეთესო დროება წინ არის”.

შეცდომები

„პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს ყველა შეცდომაზე, თუკი ასეთები არსებობს. ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი ერთი მიზანი ჰქონდა — „ბარსელონა” უკეთეს, უფრო ძლიერ გუნდად მექცია”.

ჟინი

„ჩვენი მიზნების მისაღწევად ერთადერთი გზა არსებობს: ერთიანი ჟინი, აღტაცება და მოტივაცია უნდა გვქონდეს. ყოველთვის ერთსულოვნები უნდა ვიყოთ. ერთი მიმართულებით უნდა ვუსვამდეთ ნიჩბებს”.

მესიჯი გულშემატკივარს

„მინდა ყველა პარტნიორს და ქომაგს, ვინც მხარში გვიდგას, ვუთხრა, რომ თუკი ჩემმა რომელიმე ნათქვამმა ან საქციელმა გააღიზიანა, იცოდეს, რომ გონებაში მხოლოდ კლუბის ინტერესები მიტრიალებდა”.