პირველად მოხდა, რომ პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა ერთ მატჩში ხუთი გოლი გაუშვა. ეს მოხდა „ლესტერთან“ შეხვედრაში, რომელიც „მანჩესტერ სიტიმ“ 2:5 წააგო. მსგავსი რამ გვარდიოლას კარიერაში 686 შეხვედრის მანძილზე არ მომხდარა .

არადა, რაც „სიტიშია“, გვარდიოლამ მხოლოდ მცველების გადასაბირებლად კლუბს  442,1 მილიონი ევრო დაახარჯინა. ესპანელი მწვრთნელის ნაყიდი მცველების სია ასეთია:

ჯონ სტოუნსი (52,3), ბენჯამინ მენდი (57,2), კაილ უოკერი (49,5), ემერიკ ლაპორტი (62,7), დანილო (29,1), ანხელინიო (12,1), ჟოაუ კანსელუ (66), ნათან აკე (45,1) და რუბენ დიაში (68,2).

მართალია, რუბენ დიაშთან „სიტიმ“ კონტრაქტი გუშინ საღამოს გააფორმა და ის ფული შეგვიძლია დანახარჯებს გამოვაკლოთ, მაგრამ მაინც სოლიდური თანხა რჩება…

Pep Guardiola looks on stunned as his Manchester City side suffered a shock 5-2 defeat

წილი
წინა სტატიაძალად წააგო ფლიკმა?
შემდეგი სტატიაბოსტონის ბედი მაიამიზე ჰკიდია
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...