„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ მიმდინარე NBA-ს სეზონის პირველი ფინალისტია. დასავლეთ კონფერენციის გადამწვეტ სერიაში „ლეიკერსმა“ 4:1 დაამარცხა „დენვერ ნაგითსი“. კალიფორნიელთაგან მოედანზე საუკეთესოები იყვნენ ლებრონ ჯეიმსი (38 ქულა, 16 მოხსნა, 10 პასი) და ენტონი დევისი (27 ქულა).
ნამატჩევს დევისმა განაცხადა, რომ თუ „ლეიკერსი“ სეზონს ვერ მოიგებს, მისი და ლებრონის ჩავარდნა იქნება.
„როდესაც გუნდში მივედი, ლებრონმა მითხრა, რომ პირველ საჩემპიონო ბეჭედს მომაგებინებდა. მეც ვუპასუხე, რომ მისი ფინალში დაბრუნება მინდა. ალბათ გახსოვთ, რომ შარშან ლებრონი ფინალს მიღმა დარჩა – ხელი ტრავმამ შეუშალა. ჩვენ არ გვინდა ერთმანეთს შეპირება შეპირებად დავტოვოთ. კარგად ვიცით, რისთვის ვართ „ლეიკერსში“. გვსურს ჩემპიონატი მოვიგოთ. საამისოდ კი, ოთხი მოგება გვჭირდება. ეს ნიშნავს, რომ მიზანს კიდევ უფრო მივუახლოვდით. ლებრონი გრძნობს, რომ თუ ჩემპიონები ვერ გავხდებით, მე გამაწბილებს. იგივეს ვფიქრობ თავადაც და არ ვაპირებ ლებრონის გაწბილებას“, – განაცხადა დევისმა.
გეტყვით იმასაც, რომ მეორე ფინალისტი აღმოსავლეთ კენფერენციაში გაირკვევა, სადაც „მაიამი“ სერიაში 3:2-ს უგებს „ბოსტონს“.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები11/10/2026 | 00:32შევიდა, დაარტყა, გაიტანა… [VIDEO]
სიახლეები10/10/2026 | 16:14მძიმეში უმედლოდ…
სიახლეები09/10/2026 | 23:16სულამანიძის წითელი არშია
სიახლეები07/10/2026 | 23:11ტატოს ზედიზედ მეექვსე ფინალი და მეოთხე ტიტული…
