ახლა უკვე „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ შემტევმა, გარეთ ბეილმა, რომლის უფლებები მაინც მადრიდის „რეალს“ ეკუთვნის, ესპანური კლუბიდან წასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„არაფერს ვნანობ. უბრალოდ, ვცდილობ ფეხბურთი ვითამაშო, ხოლო რასაც ჩემს მიმართ საუბრობენ, ვერ გავაკონტროლებ. ვისაც რა უნდა, ის ილაპარაკოს. უკეთ ვიცი აზრი საკუთარ თავზე, ჩემმა ოჯახმა იცის ვინ ვარ და ეს უფრო მაღელვებს. სხვა ქვეყანაში წასვლითა და სხვა კულტურასთან შეგუებით, როგორც პიროვნება უნდა გავიზარდო. ყოველთვის სწავლობ როგორ მოიქცე სხვადასხვა სიტუაციებში. მომიწია სერიოზული წნეხის ქვეშ ყოფნა, მისტვენდნენ ტრიბუნიდან. ასე რომ, ვისწავლე როგორ გავუმკლავდე ასეთ ამბებს – არ აღვიქვა სერიოზულად და არ მივიტანო გულთან ახლოს. ფეხბურთი არის ის, რაც მიყვარს და ყველაფერს გავიღებ მისთვის“, – ამბობს ბეილი.

შეგახსენებთ, ბეილი „რეალიდან“ „ტოტენჰემში“ იჯარით დაბრუნდა.

When Gareth Bale will make his Tottenham debut amid claim club are being  'clever' so he misses three Wales games - Wales Online