გილოცავთ, მეგობრებო: „დინამო“ გუშინდელი საღამოს ყველაზე წყალწაღებული გუნდი არ ყოფილა. „დუნაისკა სტრედამ“ ავსტრიულ „ლასკთან“ სულაც 0:7 წააგო. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ამ უწყალწაღებულესმა „დუნაისკა სტრედამ“ ორი წლის წინ ეს ჩვენი „დინამო“ ათრია…
in.fo - fyrst og fremst
პოლ კლეტსტარდი (N9) კარგი მეცხვარეა

ახლა კი სერიოზულად: ვიკიპედიაში ამოვიკითხე, რომ პოლ კლეტსტარდი ფარერელი მამაკაცისთვის ისეთი ჩვეული საქმიანობითაც არის დაკავებული, როგორიც მეცხვარეობა და ვეშაპებზე ნადირობაა.

პოლ კლეტსტარდმა „დინამოს“ სამი ბურთი გაუტანა.
ვიკიპედია ამ კაცზე ამ მწირი ინფორმაციით შემოიფარგლება, მე კი დარწმუნებით გეტყვით, რომ პოლ კლეტსტარდი კარგი მეცხვარეა, თავისი საქმე კარგად იცის.
ეს მე საიდან ვიცი? საიდან და, გუგლში დავძებნე, რომ საშუალო სტატისტიკური ფარერელი საშუალო სტატისტიკურ ქართველზე 15-ჯერ მდიდარია. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გადანაწილების მაჩვენებელი ამას გვეუბნება.
ხომ ხვდებით, კლეტსტარდი და სხვა ფარერელები ცუდი მეთევზეები და მეცხვარეები რომ იყვნენ, ჩვენზე 15-ჯერ მდიდრები ვერ იქნებოდნენ.
სიმდიდრე კიდევ ფულის შოვნის გარდა მის ყაირათიანად ხარჯვასაც ნიშნავს.
და შენ, საშუალო სტატისტიკურო ქართველო, ვერასდროს იქნები მდიდარი, რადგან, სახელმწიფო ასობით მილიონს იმაში ხარჯავს, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთი მუქთა ფულის საშოვნელად დარაზმული ადამიანების თავშეყრის ადგილად იქცეს.