ინგლისური „ლივერპული“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (5 ოქტომბრამდე) ვაჭრობას აღარ აპირებს.
იურგენ კლოპმა უკვე დაიმატა ტიაგო ალკანტარა და დიოგუ ჟოტუ. მანამდე კლუბმა კოსტას ციმიკასიც დაიბევა.
ვარაუდობდნენ, რომ გომესისა და მატიპის ხშირი ტრავმიანობის გამო იურგენ კლოპი ცენტრალურ მცველს დაიმატებდა, მაგრამ ამ პოზიციაზე ფაბინიომ მშვენივრად გაართვა მოვალეობას თავი და ტრანსფერის საჭიროება დღის წესრიგიდან მოიხსნა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ სეზონი უდანაკარგოდ დაიწყო და წინა ტურში „ჩელსის“ მისსავე მოედანზე გაუსწორდა.