საფრანგეთის პირველობის მესამე ტურში პსჟ „მარსელთან“ 0:1 დამარცხდა. შეხვედრაში ერთ-ერთი ეპიზოდი ჩხუბით გაგრძელდა და ხუთი გაძევებით დასრულდა. მარსელელებმა ბრალი დასდეს ნეიმარს, მატჩის მსვლელობისას ჩვენს იაპონელ ლეგიონერ ჰიროკი საკაის სულ „ჩასვრილ ჩინელს“ ეძახდაო.
„მარსელის“ ხელმძღვანელობამ ვიდეომტკიცებულებაც წარადგინა და სპეციალისტიც იქირავა, რომელიც ტუჩების მოძრაობით კითხულობს ვინ რას ამბობს.
შედეგად, ნეიმარმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. არადა, ბრაზილიელი იქით სდებდა რასისტულ გამონათქვამებში ბრალს მეტოქის მცველ ალვარო გონსალესს.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
