მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ს რეიტინგის სიის სათავეში უკვე 287 კვირაა იმყოფება. ამ მონაცემებით სერბმა ამერიკელ პიტ სამპრასს გადაასწრო, რომელმაც რეიტინგის სიის თავში ყოფნა „მხოლოდ“ 286 კვირა შესძლო.
შედეგად, „ნოლემ“ მეორე ადგილზე გადავიდა რეიტინგის თავში ყოფნით. პირველი როჯერ ფედერერია, რომელიც 310 კვირის მანძილზე არავის უთმობდა პირველობას.
TOP 5-ში ასევე შედიან ჩეხი ივან ლენდლი (270) და ამერიკელი ჯიმი კონორსი (268).
დღეს ჯოკოვიჩის რომის „მასტერსის“ ფინალი ელის არგენტინელ დიეგო შვარცმანთან. ნახევარფინალში „ნოლემ“ 7:5, 6:3 მოუგო ნორვეგიელ კასპერ რუუდს, ხოლო შვარცმანმა დაძაბულ ბრძოლაში კანადელი დენის შაპოვალოვი დაამარცხა – 6:4, 5:7, 7:6.