ესპანური „გრანდის“ მენეჯმენტში რომ სერიოზული პრობლემებია, ბოლო რამდენიმე გადაწყვეტილებაც ცხადჰყოფს. მორიგი ამგვარი „მიგნების“ შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. „ბარსელონა“ ინგლისური „სიტისგან“ მისივე აკადემიის აღზრდილ ერიკ გარსიას 18 მილიონ ევროდ ყიდულობს.
გარსია 19 წლისაა და ალბიონზე სამი წლის წინ სიმბოლურ ფასად გადაბარგდა, გასულ სეზონში კი პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა.
ახალგაზრდა ცენტრალური მცველის ყიდვა რონალდ კუმანის მოთხოვნაა. მისი თქმით, სრულფასოვანი სეზონისთვის ოთხი ცენტრალური მცველი სჭირდება. ერიკ გარსია ჟერარ პიკესთან, კლემენტ ლენგლესთან და რონალდ არაუხოსთან ერთად ამ კვარტეტის წევრი გახდება.
ყველა ფორმალობა მოგვარებულია, ოფიციალურად კი გარიგება მას შემდეგ გაცხადდება, როცა „სიტი“ სხვა ცენტრალურ მცველს დაიმატებს.