ბოლო ცნობებით, ლუის სუარესის „ბარსელონადან“ წასვლა შეგვიძლია გადაწყვეტილად ჩავთვალოთ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 33 წლის ურუგვაელი მადრიდის „ატლეტიკოს“ შეუთანხმდა, მაგრამ პრობლემას „ბარსელონასთან“ შეუთანხმებლობა ქმნიდა.

საქმე ის არის, რომ კატალონიური კლუბი მზად გახლდათ სუარესისთვის ერთი წლის ხელფასის ნაწილი გადაეხადა, ფეხბურთელი კი, წასვლის სანაცვლოდ, სრულ ანაზღაურებას ითხოვდა.

საბოლოოდ, სუარესი კონტრაქტის დარჩენილი ვადით (1 წელი) გათვალისწინებული ხელფასის ნაწილს მიიღებს, სამაგიეროდ, „ბარსელონა“ უფასოდ გაუშვებს.

Champions League: Barcelona leans on Luis Suarez to beat Inter