ფიფას კონგრესმა მოიწონა ცვლილება წესში, რომელიც ფეხბურთელის ეროვნულ ნაკრებში გამოსვლას განსაზღვრავს. ამიერიდან, ფეხბურთელს შეუძლია, უპრობლემოდ გადავიდეს მეორე ქვეყნის ნაკრებში, თუ პირველში მხოლოდ ერთი ოფიციალური (ამხანაგურები არ ითვლება) მატჩი აქვს ნათამაშევი. ოღონდ, ეს ერთი მატჩი რომელიმე დიდი ტურნირის ფინალური ეტაპისა არ უნდა იყოს. პირველად ამ რეფორმის იდეა 2018 წელს გაჩნდა. მაშინ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ უარი უთხრა მუნირ ელ-ჰადადის, რომელსაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრებში იწვევდნენ. მიზეზი ის გახდა, რომ მუნირს 2014 წელს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ესპანეთის ეროვნულ გუნდში მაკედონიის წინააღმდეგ ჰქონდა ნათამაშევი.