ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გამართულმა წილისყრამ ევროპის ლიგის ჯგუფის შანსი დახატა.
თბილისელები თუ დედაქალაქელები ფარერების „კლაკსვიკთან“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევენ, ფლეი ოფში მათი მეტოქე ირლანდიურ „დანდალკსა“ და მოლდოვურ „შერიფს“ შორის გამარჯვებული იქნება.
ამაზე უკეთეს წილისყრას ქართული კლუბი ვერ ინატრებდა, იმის მიუხედავად, რომ ჯგუფურ ეტაპამდე დარჩენილი ორივე მატჩის სტუმრად გამართვა მოუწევს.
რაც შეეხება თბილისის „ლოკომოტივს“: გია ჭიაბრიშვილის გუნდს ჯერ ურთულესი მატჩი ელის ესპანურ „გრანადასთან“, წარმატებული თამაშის შემთხვევაში კი, ფლეი ოფში მათი მეტოქე შვედურ „მალმიოსა“ და ზაგრების „ლოკომოტივს“ შორის გამარჯვებული იქნება.
„ლოკომოტივი“ გრანადაში ითამაშებს და მოგების შემთხვევაში, ხორვატიასაც უნდა ესტუმროს.