მესამე ქართველის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფშია. გიორგი ჩაკვეტაძისა და ნიკა ნინუას შემდეგ ეს ლაშა დვალის „ფერენცვაროშმა“ მოახერხა.
არადა, მცირე ფავორიტად ზაგრების „დინამო“ ითვლებოდა. თუმცა, უნგრულმა გუნდმა მოახერხა და შინაურ არენაზე 2:1 მოიგო (სხვათა შორის, ყველა ქართველის გუნდმა ამ ანგარიშით იმარჯვა).
აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი უნგრელებმა გაიტანეს, აქედან ერთი საკუთარ კარში.
„ფერენცვაროში“ ფლეი ოფში სტუმრად ნორვეგიულ „მიოლდე“ დაუპირისპირდება.