დღე: სექტემბერი 17, 2020

Home 2020 სექტემბერი 17 (ხუთშაბათი)
უეფამ გამოკითხვა დაიწყო
ჩანაწერი

უეფამ გამოკითხვა დაიწყო

უეფამ იმ ფეხბურთელების მოკლე სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2019-20 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მიხედვით შედგა. პრიზები საუკეთესო მეკარეს, მცველს, ნახევარმცველსა და თავდამსხმელს გადაეცემათ 1 ოქტომბერს, როცა მიმდინარე ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ჟიური იმ 32 მწვრთნელისგან შედგება, რომლებიც გასულ გათამაშებაში მონაწილეობდნენ. ასევე, უეფას 55 წევრი ასოციაციის 55 ჟურნალისტისგან. საქართველოდან გამოკითხვაში ტრადიციულად „სარბიელი“ და მისი წარმომადგენელი დავით [...]

მარის პროტესტი კორტის კორტს
ჩანაწერი

მარის პროტესტი კორტის კორტს

ავსტრალიის ღია პირველობაზე მარგარეტ კორტის სახელობის კორტზე ბოლო ათწლეულების საჩოგბურთო ელიტის ყველა წარმომადგენელს უჩოგნავია. ამ კორტზე თამაში ყოველთვის სტატუსის ხაზგასმას ნიშნავდა, ახლა კი იგივე ელიტის წარმომადგენლები კორტის გადანათვლას ითხოვენ. საქმე იმაშია, რომ 78 წლის მარგარეტ კორტმა რამდენიმე კომენტარი გააკეთა საოჯახო ღირებულებებთან დაკავშირებით, რაც ჰომოფობიაში და უმცირესობების უფლებების დარღვევაში ჩაუთვალეს. ბოლო, ვინც კორტისთვის სახელის გადარქმევას მიემხრო, [...]

ორი ნაბიჯით წინ
ჩანაწერი

ორი ნაბიჯით წინ

ფიფამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრები ორი საფეხურით დაწინაურდა. ვლადიმირ ვაისის გუნდს 1274 ქულა აქვს და 91-ედან 89-ე ადგილამდე აიწია. უახლოესი მეტოქე ბელარუსი ოდნავ ზემოთ, 87-ე ადგილზეა. მომდევნო მეტოქე სომხეთი – 101-ე. შეგახსენებთ, რომ სექტემბრის შეხვედრებში საქართველომ ესტონეთს 1:0 მოუგო, ჩრდილოეთ მაკედონიასთან კი 1:1 ითამაშა. უშუალოდ ევროპაში კი, საქართველო 39-ე საფეხურზეა და 16 ქვეყანას უსწრებს. [...]

კუმანი ვერ დაჯდება
ჩანაწერი

კუმანი ვერ დაჯდება

რონალდ კუმანი თითქოს უკვე „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელია და ბოლომდე არც არის. საქმე იმაშია, რომ ჰოლანდიელს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისგან არ მიუღია ნებართვა, რომელიც ოფიციალური მატჩებისას გუნდის სათადარიგოთა სკამზე ადგილის დაკავების უფლებას მისცემს. „ბარსელონამ“ ჯერაც ვერ მოაგვარა პრობლემა ყოფილ მთავარ მწვრთნელ კიკე სეტიენთან, რომელიც ნაადრევად გათავისუფლების გამო კომპენსაციას ითხოვს. შესაბამისად, კლუბის და ექს-მწვრთნელის გაყრა ოფიციალურად დასრულებული არ [...]

ნეიმარსა ნეიმარისა
ჩანაწერი

ნეიმარსა ნეიმარისა

„მარსელის” მოთამაშის, ალვარო გონსალესისთვის თავში წარმორტყმის გამო „პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი ორთამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ლიგა ერთმა, ამის პარალელურად დაიწყო გამოძიება, მართლა მიაყენა გონსალესმა ნეიმარს რასისტული შეურაცხყოფა თუ არა. ბრაზილიელი პსჟ-სა და „მეცის” შეხვედრას, რომელიც პარიზელებმა 1:0 მოიგეს, ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენისა” და „მარსელის” მატჩში, რომელიც პარიზში, ბევრისთვის მოულოდნელად სტუმრებმა [...]

დვალიც ფლეი ოფშია
ჩანაწერი

დვალიც ფლეი ოფშია

მესამე ქართველის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფშია. გიორგი ჩაკვეტაძისა და ნიკა ნინუას შემდეგ ეს ლაშა დვალის „ფერენცვაროშმა“ მოახერხა. არადა, მცირე ფავორიტად ზაგრების „დინამო“ ითვლებოდა. თუმცა, უნგრულმა გუნდმა მოახერხა და შინაურ არენაზე 2:1 მოიგო (სხვათა შორის, ყველა ქართველის გუნდმა ამ ანგარიშით იმარჯვა). აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი უნგრელებმა გაიტანეს, აქედან ერთი საკუთარ კარში. „ფერენცვაროში“ ფლეი ოფში სტუმრად [...]