ესღა გვაკლდა – საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში გასროლის ხმა გაისმა. ინფორმაციას სრკ-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე გოგებაშვილი ადასტურებს.
ფეხის არეში დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამ დროისთვის რაგბის კავშირში სამართალდამცველები მუშაობენ, თანამშრომლები კი გამოკითხვაზე იმყოფებიან.