დღის თემა] კახა ცხადაძე "ქაირათს" ჩაიბარებსყაზახეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილი „ორდაბასი“ უშუალო კონკურენტს, ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის „ტობოლს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

ქართველთაგან მოედანზე მხოლოდ კანკავა იყო, ხოლო კვეკვესკირი განაცხადშიც არ ყოფილა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდი კი ქართველი მწვრთნელების გუნდთან აშკარდ სუსტად გამოიყურებოდა – „ორდაბასმა“ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, სამი გოლი კი მეტოქეს შესვენების შემდეგ გაუტანა.

ამ გამარჯვებით ცხადაძე-ჩიხრაძის გუნდი 13 ქულით მესამე ადგილზე აღზევდა, თუმცა სხვებზე მეტი, ცხრა მატჩი აქვს ჩატარებული. 8 მატჩის შემდეგ ამდენივე ქულით „ტობოლი“ მეხუთეა.