სამწუხაროდ, ჩვენებმა ანგარიშში უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს

ვერ მოიგო საქართველოს ნაკრებმა მოსაგები თამაში…

ცუდი იყო შედეგი, რამაც ჩვენს გუნდს ჯგუფის მოგების შანსი შეუმცირა; ცუდი იყო „დინამო არენა“, რომელმაც საათნახევრიან წვიმას ვერ გაუძლო; ცუდი იყო ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილება, რომელმაც ესტონეთის შემდეგ მაკედონიასთან სასტარტოში ვერცერთი შეცვლა ვერ გამოიცნო. სამივე ფეხბურთელი აშკარად ამოვარდნილი ჩანდა გუნდიდან.

კარგი იყო ჯაბა კანკავა – ნაკრების ყველაზე უფროსი ფეხბურთელი ყველაზე მეტს მუშაობდა მოედანზე, იბრძოდა და სწორედ მისი ბრძოლისუნარიანობით დავრჩა საქართველო მოედანზე მეტობაში. საქართველომ ესეც ვერ გამოიყენა…არადა, იცოცხლეთ, საგოლე მომენტები იმდენი იყო, მოგება შეიძლებოდა. არ დატოვა ჩრდილოეთ მაკედონიამ მოუგებელი გუნდის შთაბეჭდილება.

გულდასაწყვეტი ფრე იყო, დავიტოვოთ იმედი… უახლოეს მომავალში ჩვენების მთავარი მატჩი ოქტომბერშია, ბელორუსთან…