ესპანური „ბარსელონას“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი კლუბისგან კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 6 მილიონ ევროს ითხოვს.
კლუბი თანახმაა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უფასოდ გაუშვას 33 წლის ნახევარმცველი, რომლის კონტრაქტიც 2021 წლის ივნისში იწურება. ბარსელონელები კომპენსაციის გადახდას არ აპირებენ.
ვიდალს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა ჯერ კიდევ დეკემბერში გაუფუჭდა, როცა კატეგორიულად ითხოვდა ბონუსის სახით 2,5 მილიონი ევროს გადახდას. ამბობენ, რომ მისი გაშვების ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახდა.
არავინ იცის, როგორ დასრულდება დავა, ვიდალმა კი უკვე შეათანხმა 2+1 წლიანი კონტრაქტი მილანის „ინტერთან“ და წლიურ 6 მილიონ ევროს მიიღებს.